Refund policy
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ონლაინ (დისტანციურად) იძენს ნივთს, მას უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ საქონლის მფლობელობაში მიღებიდან. უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს გამყიდველს შეტყობინება ელ-ფოსტაზე nutrition@oktopus.ge . შეტყობინება უნდა ასახავდეს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. საქონლის დაბრუნების მიზნებისთვის გამყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს მომხმარებლისგან კანონმდებლობით გათვალსიწინებული დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს გამყიდველს ასეთი ინფორმაცია, როგორიცაა: გამყიდველის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; შეკვეთის თარიღი; შეკვეთის მიღების თარიღი; მომხმარებლის სახელი; მომხმარებლის მისამართი; მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული); ფორმის შევსების თარიღი. მომხმარებელი ვალდებულია დაუბრუნოს გამყიდველს საქონელი იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც გამყიდველმა გადასცა მომხმარებელს (პირვანდელ მდგომარეობაში), წინააღმდეგ შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია: ა) მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. გამყიდველი ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან გამყიდველის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან; ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია: ა) გამყიდველს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამყიდველმა თავად იკისრა საქონლის უკან წაღება; ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამყიდველმა თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა.
ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში გამყიდველს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამყიდველმა თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.